მომღერლის გამოსამშვიდობებელ ცერემონია გაიმართა, რომელშიც 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ბაპტისტურ ეკლესიაში გამართულ ცერემონიაში, სადაც უიტნი ჰიუსტონი ბავშვობაში საეკლესიო გუნდში გალობდა, მომღერალს უახლოესი ნათესავები და მეგობრები გამოემშვიდობნენ. მათ შორის იყვნენ სტივი უანდერი, ელტონ ჯონი, ალიშა ქისი და მსახიობი კევინ კოსტნერი, რომელიც ფილმში "პირადი მცველი" მისი პარტნიორი იყო. ცერემონიას მოგვიანებით შეუერთდა ჰიუსტონის ყოფილი მეუღლე ბობი ბრაუნი, თუმცა დაცვის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო მას მალევე მოუწია იქაურობის დატოვება. პროცესიამ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფონზე ჩაიარა. ეკლესია შემოსაზღვრული იყო და იქ მხოლოდ მიწვეულ ადამიანებს უშვებდნენ. ჰიუსტონის მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებისთვის კი ინტერნეტით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მომღერალი ადგილობრივ სასაფლაოზე მამის გვერდით დაკრძალეს. მომღერალი და მსახიობი უიტნი ჰიუსტონი 12 თებერვალს 48 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მისი ცხედარი სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" ნომერში აღმოაჩინეს. მომღერლის გარდაცვალების საბოლოო მიზეზი ამ დრომდე დადგენილი არ არის, ექსპერტიზის პასუხი ცნობილი რამდენიმე კვირაში გახდება.
უიტნი ჰიუსტონი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს

მკითხველის კომენტარი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
თქვენი კომენტარი