ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს ”ოსკარს” ერთ-ერთ ნომინაციაში მსახიობი ჰოლი ბერი გადასცემს. ცნობილი გახდა ისიც, რომ წელს ცერემონიას უკვე მერვედ ბილი კრისტალი წაიყვანს, ერთ-ერთ ეპიზოდში კი მას მსახიობი პეს უგიც გაუწევს თანაწამყვანობას, ამ უკანასკნელმა სახელი ფილმით ”მსახიობი” გაითქვა. აღსანიშნავია, რომ ფილმი ”ოსკარის” ათ ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის მთავარ ნომინაციაზე -”წლის ფილმი”. რაც შეეხება ჰოლი ბერის, მან 2001 წელს თავად აიღო ”ოსკარი” ფილმში ”მონსტრების მეჯლისი” შესრულებული როლისთვის. რიგით 84-ე ცერემონია კი 26 თებერვალს ტრადიციულად ჰოლივუდის ”კოდაკის” კინოთეატრში ჩატარდება.
“ოსკარის” დაჯილდოვებას კვლავ ბილი კრისტალი

მკითხველის კომენტარი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
თქვენი კომენტარი