კაილი მინოუგი ძველ სიმღერებს ხელახლა გამოსცემს
FortunaPlus.Ge კაილი მინოუგი თავისი ძველი რეპერტუარიდან სიმღერებს ხელახლა გამოსცემს და ამ ყველაფერს თავისი მუსიკალური კარიერის 25 წლისთავს მიუძღვნის. ცნობილია, რომ კაილიმ თავისი ძველი ჰიტის ”Finer Feelings” ახლებური ვერსია უკვე ჩაწერა. 2012 წლის განმავლობაში კაილი პერიოდულად განაახლებს თავის ჰიტებს, თუმცა კონკრეტულად რომლებზეა საუბარი ჯერ-ჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ მომღერლის სადებიუტო სიმღერა ”The Locomotion” 1987 წელს გამოვიდა, ხოლო დისკი 1988 წელს და მას ”Kylie” ერქვა, ალბომმა გამოსვლიდან მალევე ბრიტანეთის ჩარტში პირველი, ხოლო ავსტრალიის ჩარტში - მეორე ადგილი დაიკავა.
26.01.2012
AddThis Social Bookmark Button
ბეჭდვა
მკითხველის კომენტარი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
თქვენი კომენტარი
 *
 *
 *
 
c
 *
 
რომელი სიმღერა მოგწონთ?
Fortuna Plus
Fortuna ardaidardo musicbox autoradio
Top