რადიო "ფორტუნა პლუსი" და დასაქმების სააგენტო ეიჩარი წარმოგიდგენთ გადაცემა ვაკანსიას, რომელიც ითვალისწინებს კანდიდატების რეალურ დასაქმებას საქართველოში. ყოველ ხუთშაბათ დღეს რადიო "ფორტუნა პლუსის" ეთერში გამოცხადდება კონკრეტული კომპანიის მიმდინარე ვაკანსია. თქვენ გაქვთ შანსი მოხვდეთ კანდიდატებს შორის, რომლებიც გადავლენ დასაქმების შემდეგ ეტაპზე ამ კომპანიაში(იქნება ეს ტესტირება/გასაუბრება თუ სხვა რეკრუტინგის რაიმე ფორმა)
ამისათვის თქვენ უნდა გადმოაგზავნოთ თქვენი CV/ავტობიოგრაფია - რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: fortunaplus@hr.com.ge მომდევნო ხუთშაბათამდე, სანამ პირდაპირ ეთერში დაიწყება გადაცემა „ვაკანსია“.
ელ. ფოსტაზე მოსული რეზიუმეები იქნება განხილული კადრების განყოფილების წარმომადგენლისა და დასაქმების სააგენტო "ეიჩარის" მიერ ერთი კვირის პერიოდში. შემდეგ ხდება საუკეთესო კანდიდატებთან პირდაპირ ეთერში დარეკვა და პირველადი ზოგადი გასაუბრების ჩატარება.
დანარჩენი რეზიუმეები მოხვდება ბაზაში და შესაბამისი ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც შესაბამისობაში იქნება თქვენს მონაცემებთან (სამუშაო გამოცდილება, განათლება, პროფესია და ა.შ) მოხდება თქვენთან დაკავშირება.
თქვენ გეძლევათ ასევე უნიკალური შანსი, პირდაპირ ეთერში დარეკოთ ნომერზე 387474 და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, გააცნოთ კადრების წარმომადგენელს თქვენი თავი, დასვათ ის კითხვები რომელიც ძალიან გაინტერესებთ. ჩვენს სტუდიაში მოწვეული კომპეტენტური სტუმრები გაგაიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და დაგეხმარებიან თქვენი კარიერის სწორად წარმართვაში.
















