გადაცემები
AfterParty'
ყოველ ორშაბათს 23:00-ზე კლუბური WEEKEND -ის შემდეგ რადიო ფორტუნა პლუსი წარმოგიდგენთ გადაცემას "After Party". წამყვანები : პაატა დათუნაშვილი, QASRA (ლაშა ქასრაშვილი)
Shadowcat'

ხუთშაბათს 23 საათზე

ელექტრონული მუსიკის ერთ საათიანი სეტი რომელშიც წარმოდგენილია კლუბური მუსიკის ყველა თანამედროვე მიმდინარეობა. House (Tech-House, Deep-House),  Break-Beat, Progressive Electronic, Minimal, Trance,Lounge და ა.შ .

Club FM'

 

 

 

DJ Fellow-ს საავტორო გადაცემა. შაბათი, 23.00-00.00 ერთი საათის განმავლობაში ფორტუნა პლუსზე გაიჟღერებს progressive Trance-ის და Progressive house-ის ერთ საათიანი მიქსი.

ლიგა'

ყოველ ორშაბათს, 17:00 სთ-ზე, გადაცემა თანამედროვე ფეხფურთის შესახებ. ევროპის წამყვანი ჩემპიონატების მიმოხილვა (ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია ა, ბუნდესლიგა და ა.შ.). პროგნოზები, მსმენელების ჩართვა პირდაპირ ეთერში, ვიქტორინა და ა.შ.

 

წამყვანები - დათო ბანანაშვილი და რეზო კაკულია

სტუმრად გიგასთან'
რადიოპროექტი "ფორტუნა +"-ზე  თანამედროვე, წარმატებული, მხიარული და საქმიანი ადამიანებისთვის.
ყოველ სამშაბათს, საღამოს 19:00 სთ-ზე "ფორტუნა +" ეთერში რადიომსმენელს საშუალება ექნება გაიგოს, თუ როგორ იწყებენ დილას პოპულარული ადამიანები (ჟურნალისტები, მომღერლები, მსახიობები, მოდელები), როგორ გეგმავენ მთელ კვირას და რა სიახლეებს თავაზობენ თავიანთ თაყვანისმცემლებს.

გაატარე სამშაბათი საღამო  ტალღაზე FM 103.4, გიგასთან ერთად.

"ფორტუნა პლუსის"  ჩარტი'
ყოველ პარასკევს, 18.00-ზე ეთერშია "ფორტუნა პლუსის"  ჩარტი. გადაცემა მზადდება მსოფლიოს ოფიციალურ ჩარტებზე დაყრდნობით. მსმენელებს საშუალება ეძლევათ მოუსმინონ იმ 10 საუკეთესო სიმღერას, რომლებიც გარკვეულ პოზიციებს იკავებენ მსოფლიოს წამყვან ჩარტებში.
პოპკორნი'

“პოპკორნი”


კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს, 12 საათზე დალი ხოჯავას გადაცემაში "პოპკორნი" ერთი საათის განმავლობაში გესაუბრებათ კინოს შესახებ.
Request Show'


ყოველდღე, 20:00-დან 22:00 საათამდე, რადიო "ფორტუნა პლიუსის" ეთერში, გადაცემა Request Show. ოთხი საათის განმავლობაში რადიომსმენელები წამყვანს უკავშირდებიან სატელეფონო ზარის, ან სმს-ის საშუალებით, ითხოვენ საყვარელ სიმღერებს, აკეთებენ მიძღვნებს, მილოცვებს და ა.შ.

Exclusive'

ყოველ ოთხშაბათს, საღამოს 7-ის ნახევრიდან, რადიო "ფორტუნა პლუსი" და მიკი წარმოგიდგენთ გადაცემას  შოუ ბიზნესის შესახებ - Exclusive. გადაცემის ფარგლებში  შედგება ქართული და უცხოური სიმღერების პრემიერა. მოისმენთ შოუ-ბიზნესის სიახლეებს, აღმოაჩენთ დამწყებ მომღერლებს.

FortunaPlus.Geყოველ ოთხშაბათს, 23:00 საათზე, სერგი გვარჯალაძე და DJ  MIX-O -ს საავტორო გადაცემა MUSIC HALL, რომლის საშუალებითაც მსმენელს საშუალება აქვს ერთი საათის განმავლობაში მოისმინოს თანამედროვე ელექტრონული მუსიკა : Dubstep, Breakbeat, Grime, Electro, Nu-Disco


Overtime'

ყოველ ორშაბათს, 17:00 საათზე, დათო ბანანაშვილი და რეზო კაკულია ყველაზე სპორტულ გადაცემაში "Overtime".  წამყვანები 45 წუთის განმავლობაში გთავაზობენ ყველაზე გადამწყვეტ ტაიმს. საუბრობენ სპორტის და მხოლოდ სპორტის შესახებ!
სპორტული სიახლეები, ფაქტები და ანალიზი.
დამატებითი დრო, სადაც გაიგებ მსოფლიო სპორტის ცხელ-ცხელ სიახლეებს  შენთვის საინტერესო ნებისმიერ სპორტის სახეობაზე.

რუბრიკები'

რადიო ფორტუნა პლუსის ეთერში თქვენ ყოველდღე შეგიძლიათ სხვადასხვა რუბრიკის საშუალებით მიიღოთ საჭირო ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ. უსმინეთ ფორტუნა პლუსის რუბრიკებს და გაიგეთ უფრო მეტი მოსალოდნელი ამინდის, ქალაქში დაგეგმილი ივენტების, შოუბიზნესსა და სპორტის სამყაროში მიმდინარე სიახლეების, ტექნოლოგიური მიღწევების და უახლესი ბრენდების შესახებ.

ხმა მიეცით რჩეულს
Fortuna Plus
Fortuna ardaidardo musicbox autoradio
Top