-ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შენს ცხოვრებაში?-ჩემს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე იყო დღემდე და იმედი ამქვს, რომ არაერთი წინ მელოდება. ჯერ ხომ მხოლოდ 23-ის ვარ :)
-საუკეთესო დოპინგი?
-ჩემი პროფესია, სცენა, გადასაღები მოედანი, მუსიკა, მეგობრები, ცურვა (რომელიც ჯერ კარგად არ გამომდის.).
-ნივთები, რის გარეშეც ერთ დღესაც ვერ გაძლებდი?
-ვცდილობ არ ვიყო დამოკიდებული ნივთებზე, თუმცა მობილური ის ნივთია, რომელიც ყოველდღიურობაში მჭირდება და მადგება. და კიდევ ლეპტოპი.
-ადამიანი, რომელსაც გაიცნობდი?
-ჩემთვის საინტერესო ადამიანი ძალიან ბევრია, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე.
-რა არის დიდი რაოდენობით შენ სახლში?
-ჩემ სახლში ყველაფერი ზომიერადაა, აი, ჩემს ოთახში კი დიდი აურზაურია, ყველაზე უმნიშვნელო და უსარგებლო ნივთებიც კი მოიპოვება.
-სპორტის საყვარელი სახეობა?
-ჩოგბურთი და ცურვა, რომლის დიდოსტატიც ვერარ ვიქნები, მაგრამ მაინც მონდომებული ვარ რომ ვისწავლო.
-რომელი შემსრულებლის ალბომს წაიღებდი უკაცრიელ კუნძულზე?
-ჩემთვის საყვარელი შემსრულებლების სიმღერებით რომ გავიკეთო ნაკრები არა?
მხოლოდ ერთს ვერ გამოვარჩევ.
-ბოლოს ნანახი ყველაზე შთამბეჭდავი ფილმი?
-მარტინ სკორსეზეს - "Shutter Island"
-საყვარელი ფრაზა ან ციტატა?
- განწყობის შესაბამისად ვიცვლი ფრაზებს და ციტატებს, Facebook-ზეც ხშირად წააწყდებით სტატუსებად :)
-რას ეტყოდი "ფორტუნა პლუსის" მსმენელს?
-მადლობა, რომ გვისმენთ.

















