-ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შენს ცხოვრებაში?-ის დღე, როდესაც მე დავიბადე და კიდევ ბევრი!!!
-საუკეთესო დოპინგი?
-მუსიკა, ავტომობილის მართვა.
-ნივთები, რის გარეშეც ერთ დღესაც ვერ გაძლებდი?
-მობილური ტელეფონი.
-ადამიანი, რომელსაც გაიცნობდი?
Robert Miles, Kate Beckinsale,Bono
-რა არის დიდი რაოდენობით შენ სახლში?
-CD-ები.
-სპორტის საყვარელი სახეობა?
-ფეხბურთი, NASCAR.
-რომელი შემსრულებლის ალბომს წაიღებდი უკაცრიელ კუნძულზე?
-ალბათ ყველაფერს, რადგან ასეთ პირობებში მუდამ ერთ განწყობაზე ვერ იქნები.
-ბოლოს ნანახი ყველაზე შთამბეჭდავი ფილმი?
-"Forrest gump" არის და იქნება შემთვის, როცა არ უნდა იყოს ყველაზე შთამბეჭდავი ფილმი.
-საყვარელი ფრაზა ან ციტატა?
-"რა სისულელეა"
-რას ეტყოდი "ფორტუნა პლუსის" მსმენელს?
-"ფორტუნა პლუსი" არ იარსებებს მსმენელის გარეშე, ისევე როგროც მსმენელი ვერ გაძლებს "ფორტუნა პლუსის" გარეშე

















