-ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შენს ცხოვრებაში?
-დიპლომის დაცვა, იმიტომ რომ ძალიან ვნერვიულობდი და ბოლოს ძალიან
გამეხარდა წითელ დიპლომზე დამთავრება.
-საუკეთესო დოპინგი?
-ხატვა, მუსიკა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ბუნებასთან არის სინთეზში
-ნივთები, რის გარეშეც ერთ დღესაც ვერ ძლებ?
-ყველაფრის გარეშე ვძლებ, გარდა ჩემი კატისა.
-ადამიანი, რომელსაც გაიცნობდი.
-სალვადორ დალის და გუსტავ კლიმტს.
-სპორტის საყვარელი სხეობა?
- ფეხბურთი
-რომელი შემსრულებლის ალბომს წაიღებდი უკაცრიელ კუნძულზე?
-new age-ისა და chillout-ის კრებულს. ვფიქრობ კუნძულზე ყველაზე შესაბამის განწყობას შემიქმნიდა.
-ბოლოს ნანახი ყველაზე შთამბეჭდავი ფილმი?
-great expectations, modigliani, love me if you dare ჯერჯერობით ფავორიტების სამეული ასე გამოიყურება.
-საყვარელი ციტატა ან ფრაზა?
-არ მახსოვს.
-რას ეტყოდი "ფორტუნა პლუსის" მსმენელს?
-მიყვარს ჩემი არსებობა თქვენში.

















