ჩვენს შესახებ

კომპანია “რადიო საქართველო” - ყველგან, სადაც საქართველოა!

კომპანია “რადიო საქართველო” - უმსხვილესი რადიოსამაუწყებლო ორგანიზაციაა, რომელიც ოთხ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ და საინფორმაციო რადიოსადგურს ფლობს: “ფორტუნა”, “ფორტუნა პლუსი”, “არ დაიდარდო” და “ავტორადიო”.

“რადიო საქართველოს” მუსიკალური სადგურები რადიობაზრის 75%-ს იკავებენ და შემდეგი კრიტერიუმებით გამოირჩევიან:

•    ყველაზე მაღალი რეიტინგები, რომელსაც ცნობილი და აღიარებული სოციოლოგიური კვლევის ცენტრები რეგულარული მონიტორინგის შედეგად აქვეყნებენ;

•    აუდიტორიის ყველაზე ფართო სპექტრი: ოთხი განსხვავებული ფორმატის რადიომ, განსხვავებული სამიზნე აუდიტორიით, მსმენელის ყველაზე  მრავალფეროვანი კატეგორია მოიზიდა;

•    საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვა სატელიტური კავშირის საშუალებით;

•    საავტორო პროგრამების მრავალფეროვნება, რომლებიც მსმენელთა ინტერესს იმსახურებენ და ლოიალური აუდიტორიის მოკრების საშუალებას იძლევიან;

•    პროფესიული პროდუქციონ სტუდია, რომელიც მაღალპროფესიული სარეკლამო რგოლების დამზადების საშუალებას იძლევა.


ბეჭდვა
რომელი სიმღერა მოგწონთ
Fortuna Plus
Fortuna ardaidardo musicbox autoradio
Top