ჩვენს შესახებ

კომპანია “რადიო საქართველო” - ყველგან, სადაც საქართველოა!

კომპანია “რადიო საქართველო” - უმსხვილესი რადიოსამაუწყებლო ორგანიზაციაა, რომელიც ოთხ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ და საინფორმაციო რადიოსადგურს ფლობს: “ფორტუნა”, “ფორტუნა პლუსი”, “არ დაიდარდო” და “ავტორადიო”.

“რადიო საქართველოს” მუსიკალური სადგურები რადიობაზრის 75%-ს იკავებენ და შემდეგი კრიტერიუმებით გამოირჩევიან:

•    ყველაზე მაღალი რეიტინგები, რომელსაც ცნობილი და აღიარებული სოციოლოგიური კვლევის ცენტრები რეგულარული მონიტორინგის შედეგად აქვეყნებენ;

•    აუდიტორიის ყველაზე ფართო სპექტრი: ოთხი განსხვავებული ფორმატის რადიომ, განსხვავებული სამიზნე აუდიტორიით, მსმენელის ყველაზე  მრავალფეროვანი კატეგორია მოიზიდა;

•    საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვა სატელიტური კავშირის საშუალებით;

•    საავტორო პროგრამების მრავალფეროვნება, რომლებიც მსმენელთა ინტერესს იმსახურებენ და ლოიალური აუდიტორიის მოკრების საშუალებას იძლევიან;

•    პროფესიული პროდუქციონ სტუდია, რომელიც მაღალპროფესიული სარეკლამო რგოლების დამზადების საშუალებას იძლევა.


FortunaPlus.Ge
"ფორტუნა პლუსი" ეს არის უახლესი ჰიტების ტალღა, რაც იწვევს რადიოსადგურის განსაკუთრებულ პოპულარობას ახალგაზრდებსა  და საზოგადოების იმ ნაწილს შორის, რომელიც ცხოვრების აქტიური სტილით ცხოვრობს.

FortunaPlus.Ge
რადიოსადგურის ფორმატი მოიცავს უცხოურ და სამამულო ჰიტებს 60-იანი წლებიდან დღემდე, ასევე მსოფლიო კლასიკის შედევრებს. თითოეულ მუსიკალურ ნაწარმოებს აქვს ტესტირების შედეგად განსაზღვრული მაღალი რეიტინგი და მსმენელისთვის კარგად ნაცნობია.
FortunaPlus.Geრადიოსადგურის ფორმატი – თანამედროვე პოპულარული ქართული ესტრადა და საუკეთესო რეტრო-ჰიტები. “არ დაიდარდო” ემყარება ქართული კულტურის მთავარ ფასეულობებს, ტრადიციებს, ითვალისწინებს ეროვნული ხასიათის თავისებურებებს.
FortunaPlus.Ge”ავტორადიოს” ფორმატის შექმნაში გამოიყენება მსგავსი ჟღერადობის რამდენიმე სასიმღერო ჟანრი: რუსული, ფრანგული და ქართული საავტორო (ბარდი) სიმღერები, ტრადიციული და თანამედროვე ქალაქური რომანსები, რუსული და უცხოური პოპ და როკ-მუსიკა, სიმღერები საყვარელი კინოფილმებიდან, ასევე რჩეული ლათინური მუსიკა.
რომელი სიმღერა მოგწონთ?
Fortuna Plus
Fortuna ardaidardo musicbox autoradio
Top